აქტუალური
აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველო-რუსეთს შორის არსებული დიალოგი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური მსჯელობანი „ამერიკის ხმისა“ და „ნიუ იორკ თაიმისის“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა

1integr-AQTUAL-12-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში“ საჯარო გამოსვლის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა BBC-ის ჟურნალისტის და ამერიკის ხმის ქართველი კორესპონდენტი ნანა საჯაიას შეკითხვებს უპასუხა. თავდაცვის მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტით დაინტერესდა ამერიკის ხმის რუსული რედაქციაც. ჟურნალისტებს კითხვები, ძირითადად, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, საქართველო-რუსეთს შორის არსებული დიალოგისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ჰქონდათ.

სამუშაო დღის დასასრულს თინათინ ხიდაშელი ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებს შეხვდა. მინისტრთან ინტერვიუს გამოცემის მთავარი კორესპონდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერიკ შმიდტი ორ კოლეგასთან ერთად უძღვებოდა. საუბრის მთავარი თემები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების მომავალი იყო.