საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ევროპაში ნატოს საჰაერო-სადესანტო ყველაზე დიდი მასშტაბის წვრთნები დაიწყო, იუწყება The Telegraph.
წვრთნები 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში 4,8 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-იდან.
„წვრთნები Swift Response 15 ცივი ომის დასრულების შემდეგ კონტინენტის ყველაზე დიდი მოვლენაა“, — განაცხადეს გერმანულ ქალაქ გრაფენვიორში აშშ-ის არმის წარმომადგენლებმა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნების კულმინაცია 26 აგვისტოს იქნება, როდესაც ალიანსის სამხედრო თვთმფრინავები გერმანულ ქალაქ ჰოენფელსში ათასზე მეტ პარაშუტისტსა და აღჭურვილობას გადმოისვრის.
სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო 11-22 სექტემბერს იონიის ზღვაში მასშტაბურ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს DYNAMIC MANTA ჩაატარებს. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2015 წლის სამხედრო მანევრების გრაფიკით არის გათვალისწინებული.
ეს წვრთნები ნატოს ქვეყნების სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელიც გულისხმობს ევროპაში სამხედრო საქმიანობის გაფართოებას, მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალების გაძლიერებას, ასევე ამერიკული კონტინგენტის რაოდენობის გაზრდას, წვრთნებისა და პატრულირების პროგრამების მკვეთრ გაფართოებას.