უცხოეთი
პუტინმა კიევი დონბასში კონფლიქტის გამწვავებაში დაადანაშაულა

1konfl-zar-2-anსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ დონბასში ვითარების ესკალაციაში არა „სახალხო მოლაშქრეები“, არამედ უკრაინის ხელისუფლებაა დამნაშავე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სამშაბათს, 18 აგვისტოს განუცხადა სევასტოპოლში. პუტინის ბრიფინგის ფრაგმენტი განთავსებულია ტელეარხ „RT на русском“-ის გვერდზე, YouTube-ზე.

დღეს ამ ესკალაციას ვხედავთ და ამაში ბრალი დონბასის სახალხო მოლაშქრეებს როდი მიუძღვით, ამაში დამნაშავე მოწინააღმდეგე მხარეა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.