სამართალი
საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების ტრანზიტის ახალი მარშრუტი გამოავლინეს, რის საფუძველზეც, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონოდ შენახვის ბრალდებით, 4 პირი: ბრაზილიის ფედერაციის 2 მოქალაქე - დე სილვა კამპოს ჟ. და ლუის კარლოს მ, ეკვადორის რესპუბლიკის მოქალაქე ლიზარდო პ. და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე ლევის გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ.