თინა ხიდაშელი: „აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მეტი დახმარებისა და მხარდაჭერის დაპირება მივიღეთ“
საქართველო, 20 აგვისტო,
საქინფორმი. გამორჩეულად მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა - ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა
თინათინ ხიდაშელმა აშშ-ში ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა თავდაცვის მდივანთან, რომელიც პენტაგონში გაიმართა.
ეშტონ კარტერთან საუბარი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე გაამახვილეს. შეხვედრაზე ამერიკული მხარის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზაზე მარტო არ დარჩება.
„მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქართულ არმიას და, ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების არსებულ გარემოს - იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორმა სახელმწიფომ, წარმატებით და ადეკვატურად უპასუხოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ თავდაცვის მდივნისგან მივიღეთ და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.