საზოგადოება
საზოგადოება „სტალინელის“ თავმჯდომარე გრიგოლ ონიანმა ლენტეხში, საკუთარი სახლის ეზოში სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი აღმართა

1grigol-sazog-3საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ონიანმა ასავალ დასავალს განუცხადა, მან დიდი ხნის ოცნება აისრულა. მისივე თქმით,  გული წყდება, რომ ბელადის ძეგლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არ დგას, მაგრამ ვისაც მისი ნახვა სურს, მის ეზოშიც ნახავს მონუმეტს. ონიანის ინფორმაციით, ეს მონუმენტი 1961 წელს ფოთში იდგა. თუმცა, დემონტაჟის შემდეგ ის მიწაში იყო დამარხული და მან 1992 წელს იპოვა. მას შემდეგ არცერთმა ხელისუფლებამ არ მისცა მისი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე აღმართვის უფლება. გრიგოლ ონიანი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ძეგლის დემონტაჟს არ მოახდენს.

წყარო „ასავალ დასავალი“