რელიგია
„ძმები ვართ და ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას“ - პატრიარქმა ოსი ეროვნების მოქალაქეებს მიმართა

1os-sazog-2საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ტაძარში მყოფ ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან ჩამოსულ ოსებს მიმართა.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. სტუმრად არიან ისრაელიდან, წმინდა მიწიდან არაბი სასულიერო პირები, პეტერბურგიდანქართველები და რუსეთის წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ტაძარში იმყოფებიან ოსები, ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან და სხვა პირები. ჩვენ გულით მოგესალმებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ფერიცვალების დღესასწაულზეც ისაუბრა. უწმინდესის თქმით, გოლგოთა და ჯვარცმა იყო მოახლოებული და მოციქულების რწმენაში განსამტკიცებლად უფალმა სამი მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე თაბორზე წაიყვანა, სადაც მას მოსე და წმინდა ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, ფერი იცვალა, გაბრწყინდა. პატრიარქის თქმით, ეს დღე არის ბუნებისა და ადამიანის ფერიცვალების დღე.