პუბლიკაციები
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ჯებ ბუშის განცხადებით,ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ჰილარი კლინტონის უმოქმედობის გამო შეიქმნა, რომელიც მისი წარმოქმნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.
ფლორიდის ექსგუბერნატორი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან ჯებ ბუში სამშაბათს მოხსენებით გამოსვლას აპირებს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მეთოდებს ეძღვნება.„ჩვენ უნდა მივდიოთ მკაფიო მიზანს „ისლამური სახელმწიფოს“ ბარბაროსებისგან გასათავისუფლებლად და დავეხმაროთ მილიონობით ადამიანს ახლო აღმოსავლეთში, რომელბსაც მშვიდობა სურთ“, - ნათქვამია მოხსენების ტექტსში.
თავის გამოსვლაში ბუში აპირებს განაცხადოს, რომ თავის მთავარ მეტოქე ჰილარი კლინტონს „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნის ხელშემწყობად მიიჩნევს, რადგან სწორედ ის იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იმხანად და, შესაბამისად, საშუალება ჰქონდა, ყველაფერი ეღონა ამის თავიდან ასარიდებლად.