რუსეთი აზერბაიჯანში სამხედრო ბაზას აშენებს
საქართველო, 19 აგვისტო,
საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი რუპორის, ტელეკომპანია „
ზვეზდას“ ინფორმაციით, აზერბაიჯანში, გაბალაში მდებარე რუსეთის გაუქმებული რადიოლოკაციური სადგურის ადგილზე, შესაძლოა, ახალი სამხედრო ბაზა აშენდეს. ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს აზერბაიჯანში დაიწყება ახალი რადიოლოკაციური სადგური „
ვორონეჟის“ მშენებლობა. „ზვეზდას“ ცნობით, ახალი სადგური უშუალოდ რუსეთის დაქვემდებარებაში იქნება, რაც მას საშუალებას მისცემს, დაფაროს ტერიტორიები, რომელსაც „
არმავირის“ რადიოლოკაციური სადგური ვერ წვდება. „
ვორონეჟს“ შესაძლებლობა ექნება, აღმოაჩინოს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები და სხვა აეროდინამიური ობიექტები. სადგური ერთდროულად 500 საჰაერო ობიექტს გააკონტროლებს.
შეგახსენებთ, რომ გაბალაში მდებარე რუსეთის რადიოლოკაციურ სადგურ „დარიალს“ იჯარის ვადა 2012 წელს გაუვიდა. მიუხედავად მოლაპარაკებებისა, რუსეთმა აზერბაიჯანთან იჯარის გაგრძელების გადაწყვეტილებას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა „დარიალი“ დაეხურა.