სამართალი
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რევაზ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთში, ღამის კლუბ „ტროპიკანკას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკებისას, გიორგი ნ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. დაჭრილი გიორგი ნ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.