აქტუალური
ხიდაშელი : „ოლბრაიტსა და ჰამრისთან შეხვედრებმა დაადასტურა იმ პოლიტიკური ხაზის მართებულობა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის გზაზე ატარებს“

1olbr-aqtual-2-analitსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტს შეხვდა, რომელიც ამჟამად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

ოლბრაიტისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ ის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს ადვოკატი იქნება. მსგავსი ადამიანების კეთილგანწყობა ჩვენისთანა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, რადგან ეს ფაქტი საზოგადობრივი აზრის კონსოლიდაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების პრეზიდენტ ჯონ ჰამრის შეხვდა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გაამყარა და დაადასტურა იმ პოლიტიკური ხაზის მართებულობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის გზაზე ატარებს.

„ჩვენი ამოცანაა, მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც დღეს შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა ფუნქციონირებენ, მაგრამ, ამავდროულად, განწყობებს ქმნიან ქვეყანაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.