პოლიტიკა
საქართველოს დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვევა

sagareo-saqmeta-saminსაქართველოს დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კრიშტოფ სტანოვანსკი ეწვევა. ცნობილია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტანოვანსკი ''კამილიანსის'' საავადმყოფოში თერაპიის კაბინეტს გახსნის, რომელიც პოლონეთის დაფინანსებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალურად აღიჭურვება. სტანოვანსკი 14 დეკემბერს ''შერატონ მეტეხი პალასში'' სასჯელაღსრულების სისტემაზე კონფერენციას გახსნის; 15 დეკემბერს კი - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან ერთად ბავშვთა მზრუნველობის პროექტში კონფერენციას, რომელიც პოლონური ორგანიზაციის - "ჩვენი სახლის" ორგანიზებით გაიმართება.