საზოგადოება
საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

1armen-sazog-1საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბაჟო პროცედურების გავლის დროს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გევორგ . ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 40 აბი „პირალგინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,32 გრ ნარკოტიკულ საშუალება კოდეინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.