რუსეთი მასშტაბურ სამხედრო სწავლებას იწყებს
საქართველო, 19 აგვისტო,
საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი, სამხრეთ ნაწილში, რომელიც მოიცავს
ყირიმს, ჩრდილო კავკასიის ოლქს, აფხაზეთსა და
სამხრეთ ოსეთს, მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს.
აღნიშნული სწავლებები 1 თვეს გასტანს და 18 სექტემბერს დასრულდება, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პრესა და ტელემაუწყებლობა ავრცელებს.