პოლიტიკა
ოთარ დანელია: „ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს“

1dan-polit-1საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიას განცხადებით, ფქვილის ფასის გაზრდა არ არის მოსალოდნელი, რადგან წელს, ქვეყანაში ხორბლის დიდი მოსავალია.

საქართველოში არის ხორბლის ძალიან მაღალი მოსავალი, შეიძლება ეს ცალსახად სასურსათო არ იყოს , მაგრამ შერევისთვის ეს არის მისაღები ხარისხის. პლუს ამას ემატება ის, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალი ყველგან გაიაფებულია, შესაბამისად ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს“, - განაცხადა დანელიამ.

მინისტრი „იფქლის“ ხელმძღვანელის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიის ხელმძღვანელობა მინისტრთან შეხვედრას ვერ ახერხებს, სიმართლეს არ შეესაბამება და ის „იფქლის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.