პუბლიკაციები
ზღულაძის პოლიციამ ვერ შენიშნა, როგორ გაქურდეს საქართველოს ელჩი

Eka-mtსაქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. კიევის მთელ პოლიციას, ეკა ზღულაძით სათავეში, სილა გააწნეს: სანამ უკრაინელი პოლიციელები ქუჩებს პატრულირებდნენ, დედაქალაქში, დღისით-მზისით, ქურდებმა უკრაინაში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ ქათამაძე გაქურდეს.

იმ მომენტისთვის დიპლომატი კიევის წმინდა ილიას ტაძარში იმყოფებოდა.

შემთხვევა პარასკევს მოხდა. როგოც ფოტომასალიდან ირკვევა, ბოროტმოქმედებმა მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა კარის მინა ჩაამსხვრიეს და სალონიდან მაგნიტოფონი და დიპლომატის პირადი ნივთები წაიღეს, მათ შორის, მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც. ქურდები სწრაფად, შეთანხმებულად მუშაობდნენ და სულაც არ ეშინოდათ ზღულაძის საპატრულო პოლიციისა და საყვარელიძის პროკურორების. „ნადავლი“ თავის მანქანაში ჩადეს და იქაურობას გასცილდნენ. ვერავინ ნომერიც კი ვერ შეამჩნია - აღნიშნა შეწუხებულმა გრიგოლ ქათამაძემ, რომელიც მხარს უჭერდა ორივე უკრაინულ მაიდანს და იქ ქართულ დროშას აფრიალებდა.

Eka-1 Eka-2
Eka-3