უცხოეთი
შტაინმაიერი: „უკრაინაში სიტუაცია ფეთქებადსაშიშია“

Don-zar-1საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ უკრაინაში სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag წერს.

სიტუაცია უკრაინის სამხრეთში ფეთქებადსაშიშია. სასწორზე ბევრი რამ დევს - თუ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების გზას არ დაადგებიან, შესაძლო ძალადობის ახალი ტალღა ვიხილოთ“, - აცხადებს შტაინმაიერი.

მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებთან შეხვედრისას, მხარეებს მოუწოდა, კონფლიქტის მონაწილე სამხედრო პირებს შორის შეხვედრა გამართულიყო. მას აუცილებლად მიაჩნია მოლაპარაკებებში ეუთო-ს წარმომადგენელთა მონაწილეობა.

რამდენიმე დღის წინ ეუთოს წარმომადგენლობის დონეცკის ოლქის ოფისის ხელმძღვანელმა ოლგა სკრიპოვსკაიამ განაცხადა, რომ დონბასში სიტუაცია გაუარესდა და დესტაბილიზაციის საფრთხე უკვე აშკარაა.