სამართალი
შსს-მ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

Bat-samart-3საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გიორგი . ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ. 5 აგვისტოს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ლიბერთი ბანკისფილიალში ნიღბით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა, იარაღის მუქარით ბანკის მენეჯერსა და მოლარეებს ფული მოსთხოვა. ბრალდებულმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გიორგი თ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ბათუმში დააკავეს.

პოლიციამ ნიღაბი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.