სამართალი
საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმე კვირის წინ, პოპულარულმა საკომუნიკაციო პლატფორმა Viber-მა დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიყვანა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვიპროსში Viber-ის ოფისს დაუკავშირდა. თავდაპირველად Viber-მა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - viber out ზარის ფუნქციის ჩამონათვალიდან, მოგვიანებით კი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდანაც ამოიღო. Viber 2010 წელს iPhone-სთვის გაეშვა, ხოლო 2011 წლის მაისში Android-ის მომხმარებლებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. BlackBerry, Bada და Windows Phone-სთვის პლატფორმა 2012 წლის 7 მაისს გაეშვა, კომპიუტერული ვერსიით კი 2013 წლის 7 მაისიდან სარგებლობენ.