აქტუალური
მაია ფანჯიკიძე: „ვერ წარმომიდგენია პრემიერი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი“

fanji-aqtual-3საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლდერი მაია ფანჯიკიძე პრემიერი მინისტრის გაეროში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ წარმოუდგენელია, პრემიერი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი ან პირიქით.

არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ჰქონდეს მოწვევა დამატებით ღონისძიებაზე, მაგრამ იმ დამატებით ღონისძიებაზეც უნდა წავიდეს ის, ვინც იქნება ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი; ვერ წარმომიდგენია, რომ პრემიერი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი ან პირიქით. ეს ალბათ, არასდროს მომხდარა გაერო- ისტორიაში. ძალიან ცუდი იყო შარშანდელი გამოცდილება, როდესაც საჯარო განხილვები მოყვა ამ საკითხს თუ ვინ წავიდოდა, იმედი მქონდა, რომ წელს რაღაცას ვისწავლიდით შარშანდლიდან გამომდინარე", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ორმხრივი, ისე გაფართოებული შეხვედრები.