აქტუალური
გია ვოლსკი: „პრეზიდენტის დელეგაცია ცალკე იქნება, პრემიერის დელეგაცია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება“

gia-aqtual-2-analitსაქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დელეგაციების ერთობლივად წასვლის საკითხს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი გამოეხმაურა.

„ეტყობა პრეზიდენტის ოფისში კარგად ვერ გაიგეს, ასეთ შემთხვევებში, რას ნიშნავს პროტოკოლი. დელეგაციის შემადგენლობისა და მეთაურის შესახებ გადაწყვეტილებას, მთავრობა იღებს. საკმაოდ მოუხერხებელია ორი მაღალი დონის დელეგაციის გამგზავრება, არის ზედმეტი დანახარჯიც, მაგრამ არის ღონისძიებები, რომელიც მნიშვნელოვანია. საპროტოკოლო უხერხულობას შეიძლება თავი ავარიდოთ, პრეზიდენტის დელეგაცია ცალკე იქნება, პრემიერის დელეგაცია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.