აქტუალური
სერგეი დროზდოვი: „გვაინტერესებს 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს ქართული მხარის მიერ მიღებული გამოცდილება. მსგავსი სიტუაცია უკრაინაშიც გვაქვს“

Drozd-aqtual-1-analitსაქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების დელეგაციას, რომელსაც გენერალ-მაიორ სერგეი დროზდოვი ხელმძღვანელობს, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.

ქართველმა და უკრაინელმა  გენერლებმა საჰაერო თავდაცვით სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე და საავიაციო ტექნიკის მოდერნიზების საკითხებზე იმსჯელეს.

დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და პოტენციალის გაცნობა, რათა შემდგომში ერთობლივი სამუშაოები და პროექტები დაიგეგმოს, რაც ორივე მხარეს მოგვცემს საშუალებას, შეიარაღებული ძალები და თავდაცვისუნარიანობა განვავითაროთ“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოში ვიზიტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა  შეიქმნება სამუშაო გეგმა, რომლითაც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრება, მათ შორისაა საავიაციო ტექნიკის მოდერნიზება და სრულყოფა, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, საჰაერო ძალების პერსონალის გადამზადება... გვაინტერესებს 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს ქართული მხარის მიერ მიღებული გამოცდილება. სამწუხაროდ, მსგავსი სიტუაცია უკრაინაშიც გვაქვს. მაგრამ ერთობლივი გეგმების წარმატებით განხორციელებითა და თანამშრომლობით ყველა პრობლემას გადავლახავთ“, - განაცხადა, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა სერგეი დროზდოვმა.