საზოგადოება
„გიგა ბოკერია თავის კნეინა თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად დროს გაატარებს ლონდონში, ხოლო „ნაციონალების“ სულიერი დედა ირმა ნადირაშვილი თურქეთის პლაჟებს „დალაშქრავს“ – „ალია“

Giga-sazog-1საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. „ალია“-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“  ცნობილი სახეები  ზაფხულის  ცხელ დღეებს  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის  ფეშენებელურ კურორტებზე ატარებენ.

12 აგვისტოსნაცბანდელთაწრეებში ცნობილი გახდა, რომ მათი ლიდერები დასასვენებლად მსოფლიოს ძვირად ღირებულ კურორტებზე გაემგზავრნენ და სწორედ ამაზე ამტყდარა ერთი ვაი-ვიში: ნახეთ, ხალხო, ჩვენ ლამის შიმშილით სული გაგვძვრეს, ესენი კიდევ უცხოეთში დაბრძანდებიანო. მაგალითად, ინკოგნიტო წყარო ამბობს, უკვე ცნობილია, რომ მიხეილ მაჭავარიანი თავის ოჯახთან ერთად პარიზში გაემგზავრა, გიგა ბოკერია თავის კნეინა თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად დროს გაატარებს ლონდონში, ხოლონაციონალებისსულიერი დედა ირმა (ნურსა) ნადირაშვილი ორი კვირის განმავლობაში თურქეთის პლაჟებსდალაშქრავს“.

წყაროს ინფორმაციით, ქვეყნიდან გასასვლელად ემზადებიანნაცბანდისსხვა ლიდერებიც, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ეს სამი ოჯახი უნახავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

სხვათა შორის, „ნაცმოძრაობაშიერთადერთი გიორგი ვაშაძე დარჩა, რომელმაც ხონში სააკაშვილის მომხრე ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი მოაწყო, მაგრამ აქაც შარში გაეხვიაბანაკში სხვადასხვა რაიონიდან ჩასულებს შორის დაპირისპირება მოხდა. ყოფილან დაშავებულები და ტრავმირებულებიც, რომლებიც საავადმყოფოებში მოათავსეს, მაგრამნაცებსყველაფერი დაუმალავთ. თავად გიორგი ვაშაძემ კი თავი გაიგიჟა, ბანაკში არაფერიც არ მომხდარა, ისე ვერთობით, მეტი არ შეიძლებაო.

როგორც წყარო ამბობს, დავით კეზერაშვილის მიერ გამოგზავნილი ფულით ლიდერები სარგებლობენო. მიშას უთქვამს, ცოტაქამრები მოიჭირეთ“, მასობრივიგულავიმაშინ იქნება, როცა საქართველოში დავბრუნდებიო, მაგრამ, როგორც ჩანს,  „ქამრების მოჭერამარტო აქტივისტებს შეეხოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირმა ნადირაშვილი ოჯახთან ერთად, თურქეთში გამგზავრებულა, მაგრამ მანამდე ოდესაში ისვენებდა. პრინციპში, ესსამუშაო დასვენებაუფრო იყო, რადგან შეფს მისთვის ახალი დავალებები მიუციასექტემბრის შუა რიცხვებიდან აუცილებლად უნდა დაიწყონ პროვოკაციული გამოხტომები, კარბელაშვილისა და ბარამიძის დონეზე ვერ დარჩებიან“, – წერს გამოცემა.

ამავე წყაროზე დაყრდნობით:  „სექტემბრიდან, როცა სხვა ლიდერები თბილისში დაბრუნდებიან და მუშაობას შეუდგებიან, დასიცხულისაშუალო და დაბალი რგოლებიც გეგმავენ აჯანყებას, ოღონდ შიგნითვე – „ნაციონალურ მოძრაობაში“,-  წერს  „ალია“.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ხაბაზმა მუხიანში 5 ბინა, სავარაუდოდ, პარტიისთვის  გამოგზავნილი თანხებიდან შეიძინა.