პოლიტიკა
ოდესელებმა საბაკაშვილს მონუმენტი დაუდგეს (ვიდეო)

miS-pol-1-mtსაქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობა „ოდესა - პორტო-ფრანკოსთვის“ აქტივისტებმა ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს დასცინეს, იტყობინება საინფორმაციო პორტალი Голос.UA. ვორონცოვის კოლონადასთან აქტივისტებმა დამცინავი ძეგლი დადგეს. კვარცხლბეკზე წარწერით „საბაკაშვილი“ დადგმული იქნა ორი ფიგურა. ერთი - სააკაშვილისა, რომელიც წითელ ჰალსტუხს ღეჭავს და უკანალიდან ცოცხი გამოსჩრია. ამასთან, ოდესის გუბერნატორი საბელით უჭირავს მეორე ფიგურას - აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას (იხ. ვიდეო).

„სააკაშვილი - ბნედიანი ტიპია, თანაც ამერიკელების დაკრულზე ცეკვავს. ჩვენი ძეგლი სწორედ ამის სიმბოლიზებას ახდენს. დარწმუნებული ვარ, გამოვძებნით მისი გადაყენების საშუალებას. თავისი რეპრესიებით ის ვერაფერსაც ვერ მიაღწევს. ცოცხი- საქართველოში სააკაშვილის მიერ განხორციელებული გარყვნილი რეპრესიების შეხსენებაა“, - აღნიშნავს უჩვეულო აქციის ორგანიზატორი, მოძრაობა „ოდესა - პორტო-ფრანკოსთვის“ ლიდერი ალექსეი ცვეტკოვი.

ცვეტკოვის თქმით, ოდესელმა პენსიონერმა ქალმა „ძეგლის“ დანახვისას პოლიციას გამოუძახა. ადგილზე გამოცხადებულმა წესრიგის დამცველებმა კონსტრუქციის დემონტაჟი მოახდინეს. შეგახსენებთ: „ოდესა- პორტო-ფრანკოსთვის“ აქტივისტები ხელმოწერებს აგროვებენ ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადასაყენებლად და მხარს უჭერენ  ოდესის ადგილობრივი საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის არჩევითობას.

miS-pol-1-1
miS-pol-1-2 miS-pol-1-3