უცხოეთი
„გაზპრომი“ სტოკჰოლმის არბიტრაჟს უკრაინისგან 29.2 მლრდ დოლარის ამოღებას სთხოვს

gaz-zar-2საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. „გაზპრომის“ მიერ „ნაფტოგაზ უკრაინი“-სათვის წარდგენილი მოთხოვნათა საერთო თანხა 29.2 მლრდ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ „გაზპრომის“ 2015 წლის მეორე კვარტილის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ დააზუსტა თავის მოთხოვნათა საერთო თანხა შემაგებებელ განცხადებაში, რომელიც სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტს 2015 წლის 12 ივნისს წარუდგინა.

2015 წლის მაისის დასაწყისში იტყობინებოდნენ, რომ „ნაფტოგაზ უკრაინი“-სადმი“„გაზპრომის“ სასარჩელო მოთხოვნათა საერთო ჯამი სტოკჰოლმის არბიტრაჟში 23.837 მლრდ დოლარს შეადგენდა. თუმცა, მაისის ბოლოს „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ კომპანია არბიტრაჟში ახალ განაცხადს გაგზავნის მოთხოვნით, „ნაფტოგაზ უკრაინი“-სგან კიდევ 8.197 მლრდ დოლარის ამოღების შესახებ, 2014 წლის კონტრაქტის - „მიიღე და გადაიხადე“, შესატყვისად.

„ნაფტოგაზ უკრაინი“-ს დავალიანების საერთო თანხა, დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით, მილერმა მაშინ 29.477 მლრდ დოლარად შეაფასა.

„გაზპრომის“ სარჩელის ზეპირი მოსმენა სტოკჰოლმის არბიტრაჟში 2016 წლის თებერვალ-მარტისთვისაა დაგეგმილი.