აქტუალური
ალექსანდრ ქული: „რეალისტური მიდგომაა, რომ რუსეთთან გაუმჯობესებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს საქართველომ“

Ale-aqtual-2საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი.  ამერიკელი ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით რეალისტურს უწოდებს.
კოლუმბიის უნივერისტეტის, ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ქულის განცხადებით, 2008 წლის ცხელი აგვისტოს შემდეგ, არანაკლებ რთული და დაძაბული შვიდი წელი გავიდა.
ალექსანდრ ქული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმაურება.

ღარიბაშვილის განცხადება რეალისტურია. საქართველოში რთული ეკონომკური სიტუაციაა, სანქციები ისევ მოქმედებს. საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები აქვს და ნუ დაგვავიწყდება ამ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში საქართველოს ლიდერშიპი ცდილობს, ეკონომკური საკითხების გამო ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან დაამყაროს კავშირი, მათ შორის, ახალ ალტერნატიულ პარტნიორებას ეძებს. ეს რეალისტური მიდგომაა, რომ რუსეთთან გაუმჯობესებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს საქართველომ", - აცხადებს ქული.

პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციებს საქართველო არ უერთდება.

ქული ასევე საქართველო რუსეთის ომს შეეხო.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად რუსეთი, როგორც ალექსანდრ ქული ამბობს, კონფლიქტის ახალ სახეობას იყენებს, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასაზღვრო ბანერების თვითნებურ გადმოტანას გულისხმობს. ბოლო შემთხვევა სამი კვირის წინ მოხდა, როდესაც რუსებმა სასაზღვრო ნიშნულები 300 მეტრით საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწიეს, ამ მონაკვეთში აზერბაიჯანის და თურქეთის მაკავშირებელი მილსადენი გადის. საუკუნის პროექტი გასულ საუკუნეში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა და საქართველოს უსაფრთხოების ერთგვარ გარანტს წარმოადგენს.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რუსი სამხედროების კონფლიქტის ზონიდან გასვლაა.

რუსების ჯარების გაყვანა ძალიან რთული იქნება. ეს პრობლემაა საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში. ასე ცხადია, კონფლიქტები მიმდინარეობს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დასავლური ორიენტაცია აქვთ. საქართველოს რაც შეუძლია არის ის, რომ უნდა შეძლოს რუსეთის პოლიტიკას არ ჰყავდეს მხარდამჭერი ძალები, და ასევე გააგრძელოს რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის საჯაროობა საერთაშორისო დონეზე. ასევე, არ უნდა აყვნენ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობას და ამით არ მისცენ საშუალება მეტი გააკეთონ ამ მხრივ. უნდა გაგრძელდეს დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორობა და კავშირების გამყარება უკრაინასთან, მოლდოვასთან იმ ქვეყნებთან სადაც, ხელისუფლებას, ასევე, არ აწყობს ამ გაყინული კონფლქიტების გამწვავება. საქართველო ღიად აფიქსირებს თავის სწრაფვას ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ახლა შესაძლოა, რომ უფრო მეტი მიზეზი არსებობდეს რომ ის ნატო-ს წევრი გახდეს, თუმცა, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს სწორედ ამ კონფლიქტის გამო", - აცხადებს ექსპერტი.