პოლიტიკა
32-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა

batalioni-avganetiსაქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია - ქართველი სამხედროები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად კონტროლირებად რეგიონში, ჰელმანდის პროვინციაში, მსახურობენ.

ქართველი ჯარისკაცები აისაფის პროგრამაში მონაწილეობენ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში არიან ჩართულნი. მათ ყოველდღიურ მოვალეობაში შედის პატრულირება, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის დარეგულირება და მათთვის, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. შეერთებული შტატების გენერალთა შეფასებით, ქართული ბატალიონი მისიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონაწილეა.

აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად იზრდება დანაკარგებიც. 30 სექტემბერს საქართველოს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დანაკარგმა მარტო სექტემბრის თვეში ხუთ კაცს მიაღწია, ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს სამხედრო კონტინგენტის ან შემცირებას, ან ვადაზე ადრე გამოყვანას ჰელმანდის პროვინციიდან.