საზოგადოება
თეა წულუკიანი: „ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებოდა ერთადერთი საფუძველი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის ან არ აღდგენის“

Tea-sazog-3-amalitსაქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი სასამართლოს დასრულებამდე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას „კაბელების საქმეზე“ ბრალდებულების უწყებაში აღდგენასთან დაკავშირებით ნაჩქარევად მიიჩნევს.

იუსტიციის სამინისტროში არის ასეთი წესი, ჩემი მართველობის პირობებში როდესაც ჩემი თანამშრომელი არის ან ბრალდებული ან მსჯავრდებული ის არის დროებით გათავისუფლებული თანამდებობიდან და ჩვენ ყველა ერთად ველოდებით ხოლმე სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე ჩემთვის კაბელების საქმეზე მთავარია რას იტყვის სასამართლო და ჩემთვის ეს იქნებოდა ერთადერთი საფუძველი მათი სამსახურში აღდგენის ან არ აღდგენის ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ზემომოყვანილ განცხადებას თავდაცვის მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა.

მე არ ვიცი რა წესი აქვთ იუსტიციის სამინისტროში არაფორმალურად დადგენილი, მაგრამ არსებობს ჩვენ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელიც ფორმალურად არეგულირებს ურთიერთობებს თანამშრომლებსა და უწყების ხელმძღვანელებს შორის.

მინდია ჯანელიძემ, 20014 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდათ უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში. მე რაც გავაკეთე, იყო ის, რომ აქტი, რომელმაც საფუძველი დაკარგა, ანუ მინდია ჯანელიძის მიერ მითითებულ ბრძანებაში მითითებული პუნქტი, რომ ეს ადამიანები იყვნენ პატიმრობაში, გაქრა და შესაბამისად ამ აქტმა ძალა დაკარგა. მე  გამოვეცი ბრძანება, რომლითაც ეს აქტები გამოვაცხადე ძალადაკარგულად, რაც რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ეს ადამიანები დაბრუნდნენ“,-განაცხადა, კერძოდ, ხიდაშელმა.