საზოგადოება
გივი თარგამაძე: „გამობიძინებული კახელი გლეხები რუსი ჩინოვნიკების უკანალის ლოღვნის პერსპექტივით არიან აღტკინებულნი. მეღვინეებს, რომელთაც მსოფლიო ბაზრები შეღავათებს სთავაზობენ, მხოლოდ ესაულების წინაშე კუდის ქიცინი სურთ!“

givi-sazog-2საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი.  პარლამენტარი გივი თარგამაძის განცხადებით,  კახელი გლეხები ვერ ხვდებიან, რომ ატმის გასაღების ყველაზე ნაღდი ბაზარი - აზერბაიჯანი, ყურის ძირში აქვთ.

გამობიძინებული კახელი გლეხები სპოტრებნადზორის არასაიმედო ჩინოვნიკის უკანალის ლოღვნის პერსპექტივით არიან აღტკინებულნი. მეღვინეებს, რომელთაც მსოფლიო ბაზრები შეღავათებს სთავაზობენ, მხოლოდ ესაულების წინაშე კუდის ქიცინი სურთ. ამ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს, რომელთაც ღირსეული ცხოვრება შეუძლიათ, ძენ პაბედიზე პითეკანთროპ ერთმორწმუნეთა წინაშე მოცახცახე სხეულებით ცირკის ტრიუკების გაკეთება ხიბლავთ. ესაა დღეს ჩემი სამშობლოს რეალობა, რომლის შემხედვარეც ჭორვილელი ტიკინა დაძინებამდე ხელებს იფშვნეტს და სიამოვნებისგან ცქმუტავს“, -  ციტირებს გაზეთი „კვირის ქრონიკა გივი თარგამაძის განცხადებას.

მის განცხადებასთან დაკავშირებით გამოცემის ჟურნალისტი კომენტარს აკეთებს და პარლამენტის წევრს კახელი გლეხების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

სულს ამოგხდითო, ამ ადამიანის მაქსიმუმი გვეგონა, მაგრამ ნურას უკაცრავად - აგერ, კახელ გლეხებს საშინელ შეურაცხყოფას აყენებსჰოდა, გეკითხებით, ახლა - კახელმა გლეხებმა უკანალი იქით რომ მოგალოღნინონ, რას იტყვი მოგწონს პერსპექტივა?! ისე, უკეთეს პერსპექტივას არც ოცნება იმსახურებს, ნაცები ამდენს რომ ბედავენ“,- წერს გაზეთი.