რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს!“ „CHANGEMENT!“

1-coi-POL-1-RED-1-mtВместо тепла - зелень стекла,
Вместо огня - дым.
Из сетки календаря выхвачен день.
Красное солнце сгорает дотла,
День догорает с ним.
На пылающий город падает тень…

(1985 წელი, ვიქტორ ცოის სიმღერა „Мы ждём перемен! კინოფილმიდან „АССА, პირველად სახელწოდებით „Changement!“ შევიდა საფრანგეთში გამოცემულ ალბომში „უკანასკნელი გმირი)

ისეთი ზაფხული, როგორიც 2015 წელსაა, საქართველოს 1948 წლიდან არ ახსოვს. 13 ივნისის საზარელი თავსხმის შემდეგ, რომელმაც ადამიანები, სახლები, ავტომანქანები და ცხოველებთან ერთად მთელი ზოოპარკი წალეკა, თბილისი ორი თვის განმავლობაში წვიმის გარეშე 40-გრადუსიან სიცხეში იხრუკება.

თუმცა, როგორც ჩანს, შემოდგომა გაცილებით „ცხელი“ იქნება ზაფხულზე. სექტემბერში ტემპერატურა საზოგადოებაში დუღილის წერტილს მიაღწევს, თუკი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და საზოგადოებრივი ლიდერი ივანიშვილი ვერ შეძლებენ, ან არ მოისურვებენ სახალხო აღშფოთების ტალღის ქიმზე მკვეთრად შეცვალონ სიტუაცია სახელმწიფოში -  გამოსცენ ბრძანებები ან შექმნან ახალი კანონები გარედან მართვადი ჯგუფების საქმიანობის აღსაკვეთად, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებას ემუქრებიან - როგორც ეს მოიმოქმედა აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ალიევმა.

თუ ახალ წლამდე საქართველოში არ მოხდება კარდინალური ცვლილებები, რომლებსაც ქართველი ხალხი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ელოდა, ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი დამსახურებები, ასევე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები „კვამლად და ჩრდილად“ იქცევიან. შედეგად, საქართველო საბოლოოდ გადაიქცევა აშშ-ის პროტექტორატად, ამორფულ, დღითიდღე შაგრენის ტყავივით შემცირებულ ტერიტორიად, სადაც არ იქნება მრეწველობა, სამაგიეროდ, იქნება სუფთა ჰაერი, წითელი მზე, შავი ზღვა, ნატოს ბაზები და კურორტები უცხოელებისთვის ქართველი მოსამსახურეებით. და საქართველო - ქართველების ქვეყანა, სადაც ოდესღაც შესაშურ სიმშვიდესა და თანხმობაში ცხოვრობდა მრავალეროვანი ქართველი ხალხი, საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას...

გასულ ორშაბათს, პუბლიკაციაში წითელი და შავი“ („Le Rouge et le Noir”), ვწერ: „დღეს მთავარი პრობლემა - საქართველოს შიგნითაა, სადაც ერთი კატეგორიის მოქალაქეებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს მეორეს, რადგან მათი შემდგომი თანაცხოვრება აბსოლუტურად შეუძლებელია... წითელი და შავი - ეს "წითელი" - კომუნისტები და "შავები" - ქურდები როდი არიან...„Le Rouge et le Noir” ფრანგისათვის სტენდალის რომანია, რომელიც მან 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ დაწერა, ქართველებისთვის კი „წითელი და შავი“ - სისხლი და ჭუჭყია, რომელშიც საქართველო „რუსთავი 2“-ის მიერ განხორციელებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩაიხრჩო! სისხლი და  ჭუჭყი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ისტორიაა, რომელიც საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა...„ნაცმოძრაობის“ დროშა სააკაშვილია, მისი რუპორი კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც უკვე ღიად ამზადებს „ვარდების რევოლუცია 2“-ს, როგორც 2003 წელს. სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის გარეშე ისეთივე ნულია, როგორც  „ნაცმოძრაობა“ - სააკაშვილის გარეშე. ახლა „რუსთავი 2“-გან მოწამის ხატებას შექმნიან და ლეგენდას ხელისუფლების მიერ ჟურნალისტთა უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დარღვევის შესახებ" .

ისე აგისრულდათ ყველაფერი! სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“  პარტიული ტელევიზიის ქართული მართლმსაჯულებისგან დასაცავად დადგა საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია სამის გარდა: ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის „ქართული ოცნების“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ და დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსის“.

საგულისხმოა, რომ გარდა თავად „ნაცმოძრაობის“ და მისი ოფიციალური სატელიტების - ბაჩუკი ქარდავას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, პაატა დავითაიას „ჩვენ თვითონ“, მამუკა კაციტაძის „ახალი მემარჯვენეებისა“ და სხვ. - სააკაშვილის ტელეარხის დამცველებად მოგვევლინნენ მისი გუშინდელი მკაცრი კრიტიკოსები, რომლებსაც პირდაპირი კონტაქტები აქვთ ვლადიმერ ჟირინოვსკის, იგორ გიორგაძესა და სხვა, რუსეთში არა ნაკლებ ცნობილ პიროვნებებთან. ესენი არიან - შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“), კახა კუკავა („პარტია „თავისუფალი საქართველო“) და უპარტიო, ქირით მომუშავე ირინა სარიშვილი. ასევე, ქირით მომუშავე „ექსპერტთა კლუბი“, NDI-ს, IRI-სა და CIA-ს დოტაციაზე მყოფი მსხვილი „ქართული“ NJO -ები და ირაკლი ასალასანია თავისი პარტიით „თავისუფალი დემოკრატები“. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მმართველი რესპუბლიკური წყვილი - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ და 100-პროცენტიანი დარტყმისათვის მომენტს ელოდებიან.

ამ უკანასკნელზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან თინა ხიდაშელი, გარდა იმისა, რომ თავდაცვის მინისტრია, რეალურად არის საქართველოს ელჩი ყველა ევროატლანტიკურ სტრუქტურაში და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი! 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძე შეცვალა მისი სკანდალური გადადგომის შემდეგ, დე-იურე საგარეო საქმეთა მინისტრი არავის უნახავს და არც არაფერი სმენია! სამაგიეროდ, ყოველდღე ვხედავთ თინა ხიდაშელს - ტელეეკრანებიდან და უცხოური მედიის ფურცლებიდან ის, ქვეყნის პრემიერივით, ანდა საგარეო საქმეთა მინისტრივით, საგარეო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს „საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსზე, რუსეთზე - საქართველოს, უკრაინისა და მთელი დანარჩენი ევროპის მთავარ საფრთხეზე, საქართველოს სტრატეგიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, რასაც ჯერ არ ვასაჯაროებთ“...

სამაგიეროდ, ყველა ხედავს, თუ როგორ ხვდებოდა თინა ხიდაშელი თანაკურსელ ირაკლი ალასანიას თბილისურ კაფე „La Truffe“-ში (ივანიშვილის ყურებისგან მოშორებით!) საფრანგეთში გამგზავრებამდე და კონტრაქტის დადებამდე „ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და სხვა ბევრი შეიარაღების შეძენის თაობაზე, რასაც ჯერჯერობით არ ვახმაურებთ“...

სამაგიეროდ, თინა ხიდაშელმა წინა კვირას თანამდებობაზე აღადგინა თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც ალასანიას თავდაცვის მინისტრობისას კაბელების საქმეში გადიან, თუმცა, სასამართლოს განჩინება ჯერ არ გამოუტანია. ეს ღია დემარშია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც არაერთგზის მიუთითა კორუფციის ნიშნებზე თავდაცვის სამინისტროს იმ გარიგებაში! ეს დემარში იყო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის - ალასანიას ყოფილი თანაპარტიელის - წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილის ერთგული დარჩა და ალასანიას კვალდაკვალ ფანჯიკიძესავით 2014 წლის ნოემბერში არ გადადგა! ამით ხიდაშელს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ალასანია მართალი იყო - პროკურატურა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ბრძანებებს ასრულებდა და რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან!

ამგვარად: ზემოჩამოთვლილ პოლიტიკურ ძალებს, ყველა ერთად დღეს რომ საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15%-ზე მეტს არ იწონიან, უპირისპირდება ამომრჩეველთა დანარჩენი 85% - ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ექსპრემიერი, საზოგადოებრივი ლიდერი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ზედმეტია საუბარი ერთგულ მინისტრთა კაბინეტზე, სადაც, მინიმუმ, მინისტრების ნახევარი არ კარგავს კავშირებს ზემოჩამოთვლილ დესტრუქციულ ძალებთან; კლასიკურ პარტიად არშემდგარ „ქართულ ოცნებაზე“, რომლის მთავარი საბჭოც წინააღმდეგობრივი ფიგურებისგან შედგება; და მით უმეტეს,  იმავე დასახელების ეკლექტური საპარლამენტო კოალიციის ერთიანობაზე. შემთხვევითი როდი იყო, რომ წინა კვირას საპარლამენტო „უმრავლესობისა“ და „უმცირესობის“ „სახეებმა“ - რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა (კოალიცია „ქართული ოცნება“) და დავით დარჩიაშვილმა (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“), ასევე სოროსის ფონდის ექსთავმჯდომარემ - კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდიამ ერთდროულად და მეგობრულად მიიტანეს იერიში ქართველი ერის სიამაყეზე - ილია ჭავჭავაძეზე, ნოდარ დუმბაძეზე, ჭაბუა ამირეჯიბზე, კონსტანტინე გამსახურდიასა და გრიგოლ რობაქიძეზე და მათ - კრიმინალები, მათ შედევრებს კი უნიჭო ბოდვა უწოდეს! ესაა სწორედ ის ღია ბრძოლა, რომელსაც თავისი შექმნის დღიდან  „რუსთავი 2“ აწარმოებს საქართველოში, 2003 წელს სააკაშვილმა „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ რომ უწოდა, სინამდვილეში კი საკუთარ ხალხზე გამარჯვებული ხელისუფლების ტელევიზია რომ იყო!

შემთხვევითი როდია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი და პოლიტიკური თოქ-შოუების ყველა გმირი საზოგადოებაში ცნობილი ნატურალური ან პოლიტიკური მეძავი, პედერასტი, პროვინციალი ან უბრალოდ, საცოდავია. ამოცანაა - უკიდურესად გონჯად წარმოაჩინონ ქართველი ერი, რომელიც მთელ მსოფლიოში განთქმული იყო თავისი მამაცი და ნიჭიერი ვაჟებითა და ქალიშვილებით, არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ერთგულებითაც რომ გამოირჩეოდნენ! მიზანია - ჩაუნერგონ ხალხს, რომ ჩვენ არაფერი გაგვაჩნია ისეთი, შესანარჩუნებლად და საამაყოდ რომ ღირდეს, ამიტომ დაჩოქილებმა უნდა ვისწავლოთ დასავლური ღირებულებების მიბაძვა! ამიტომ:

Перемен требуют наши сердца,
Перемен требуют наши глаза,
В нашем смехе и в наших слезах,
И в пульсации вен
Перемен! Мы ждем перемен!

(1985 წელი, ვიქტორ ცოის სიმღერა „Мы ждём перемен!“ კინოფილმიდან „АССА“, სახელწოდებით „Changement!“ პირველად შევიდა საფრანგეთში გამოცემულ ალბომში „უკანასკნელი გმირი“. გასულ შაბათს, 15 აგვისტოს, მისი დაღუპვიდან - 1990 წლის 15 აგვისტოდან - 25 წელი შესრულდა)

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 17 ნოემბერი
საქართველო, თბილისი

1-coi-POL-1-RED-1-qve