უცხოეთი
საყვარელიძესა და სააკაშვილს უკრაინის გენპროკურატურის ბიუჯეტის გაფლანგვისათვის პასუხისგებაში მისცემენ?!

1-sakvar-zar-3-anსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამსახურებრივმა მოკვლევამ უჩვენა ნაკლოვანებები პროკურატურაში კონკურსისათვის ტესტების მომზადებისას, რომლებიც უკრაინის გენპროკურორის პირველმა მოადგილე დავით საყვარელიძემ შეიმუშავა. ამის შესახებ ბრიფინგის მიმდინარეობისას, რომლის ტრანსლირებასაც ტელეარხი „112 Украина ახდენდა, გენპროკურორის მოვალებების შემსრულებელმა იური სევრუკმა განაცხადა.

სამსახურებრივი მოკვლევის შედეგებით, პროკურატურის რეფორმირებაზე პასუხისმგებელ საყვარელიძეს დაევალა ნაკლოვანებების აღმოფხვრა, ტესტირების პროცესის შესაბამისობაში მოყვანა კანონის მოთხოვნებთან, საავტორო უფლებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიღება სახელშეკრულებო საფუძველზე, რაც რეფორმირების პროცესის ჩატარების საშუალებას უმოკლეს ვადებში მოგვცემს“, - განაცხადხა სევრუკმა.

სრულებით მიუღებელი განცხადებაა! - ასე გამოეხმაურა ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე, -  უკრაინის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობის ნაწილი ცდილობს დაამუხრუჭოს დამოუკიდებელი გამოცდების სისტემა, რომლის მეშვეობითაც უნდა დანიშნულიყვნენ ახალი პროკურორები და რომლებსაც ასე ელოდება უკრაინული საზოგადოება. მე ბევრს დავდივარ ოდესჩინის რაიონებში და კარგად ვიცი, თუ როგორ წყურია იქ ხალხს სამართლიანობა და ელოდება ახალ პროკურორებს. ეს განცხადება კი პირდაპირ სიგნალს აძლევს კორუფციულ სისტემას, რომ ის ხელშეუხებელია. თურმე ოროსნების კასტას, რომლებსაც, ეტყობა, სერიოზული გავლენა აქვს ამ ორგანოს შიგნით და რომელიც მთელი ცხოვრება ყველა საკითხს ახლობლობითა და ქრთამებით წყვეტდნენ, არ მოსწონს, რომ მათ ცოდნას დამოუკიდებელი კომისია შეამოწმებს ევროკავშირის დახმარებით. ყველაფერი ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება რეფორმების საპრეზიდენტო პროგრამას და უკრაინული საზოგადოებისთვის სახეში შეფურთხების ტოლფასია. ვიმედოვნებ, გენერალური პროკურორი სიტყვას შეასრულებს და გამოცდების ჩაშლას არ დაუშვებს, სხვაგვარად, ვშიშობ, რომ ევროკავშირის ნაცვლად, სხვადასხვა ორგანოში მოკალათებულ ნათესაობის მოყვარულებს ამ გამოცდებს თავად მთელი საზოგადოება მოუწყობს და ეს გაცილებით მტკივნეული პროცესი იქნება“.