ლატვიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ტატიანა ჟდანოკმა Sputnik International-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპაში ანტირუსული განწყობების მთავარი პროპაგანდისტები პოლონეთის, შვედეთის, დანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური მოღვაწენი არიან
საქართველო, 14 აგვისტო,
საქინფორმი. დეპუტატის თქმით, პოლონეთის, შვედეთის, დანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური მოღვაწეები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ რუსეთს. „
ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ მოახდინონ ამ ანტირუსული განწყობების ექსპორტირება ე. წ. ბებერ ევროპაში - გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში - ქვეყნებში, რომლებსაც მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ რუსეთთან“, - განაცხადა ჟდანოკმა.
მან აღნიშნა, რომ სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ იმ ანტირუსული სანქციების მთავარი ინიციატორებიც, რომლებიც რფ-ს წინააღმდეგ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით იქნა დაწესებული.