შს მინისტრმა ფონიჭალაში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიციელი მოინახულა
საქართველო, 14 აგვისტო,
საქინფორმი. შს მინისტრმა
გიორგი მღებრიშვილმა 11 აგვისტოს ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოსავლენად ჩატარებული ღონისძიების დროს დაჭრილი პოლიციელი
მალხაზ ქავთარაძე „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოინახულა. მინისტრი დაჭრილ სამართალდამცველს გაესაუბრა, გამოჯანმრთელება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მალხაზ ქავთარაძეს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.