სამართალი
მიხეილ ძაძამია: „როდესაც კონსპირაციულ ბინაში მივდიოდით, ზურაბ ჟვანია გაიკეთებდა წვერს... სათვალეებს... სასწაული შესახედი იყო“

1-mixa-samart-1-analitსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მიხეილ ძაძამია დაიკითხა. მისი თქმით, ექსპრემიერის გარდაცვალებამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ქირაობდა მისთვის კონსპირაციულ ბინებს, თუმცა, მისთვის უცნობი იყო თუ ვის ხვდებოდა ამ ბინებში ექსპრემიერი. შეხვედრების დროს მას სადარბაზოსთან მისვლაც კი ეკრძალებოდა.

როდესაც ჩვენ კონსპირაციულ ბინაში მივდიოდით, შავ სპორტულ ჩანთაში ალაგებდა ნიღაბს. გაიკეთებდა წვერებს... გაიკეთებდა სათავლეებს. ქუდს ჩამოიქაჩავდა... სასწაული შესახედი იყო“, - ამბობს ძაძამია.

მან ასევე დეტალურად გაიხსენა 2005 წლის 3 თებერვლის ღამე. მისი თქმით, ექსპრემიერის ბრძანებით სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდა საჭმელი და სასმელი. ამის შემდეგ კი ექსპრემიერი საბურთალოს ქუჩაზე მიიყვანა, სადაც მივიდა რაულ უსუპოვიც. ძაძამია იხსენებს, რომ მან სუფრა თავად გაშალა და გამათბობელიც ჩართო. ამის შემდეგ დაცვის წევრმა უკვე საბურთალოს ქუჩა დატოვა.

„როდესაც მოვბრუნდი საბურთალოს ქუჩაზე, დაინახე რომ ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული... ეს ჩანდა მხოლოდ. დავჯექი მანქანაში, დაურეკე რაულს. უნდა მეთქვა, რომ ტელეფონი მალე მიჯდებოდა და თუ მალე გამოვიდოდნე იქვე დაველოდებოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, კატეგორიულად მეკრძალებოდა იქ დგომა“, - ამბობს ძაძამია.