აქტუალური
თინა ხიდაშელი: „საქართველოს მოქალაქე ვერ გახდები მარტო იმიტომ, რომ შენს ძარღვებში ქართული სისხლია... ისლამური ექსტრემიზმის პრობლემა უფრო განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კომპეტენციაში შედის“

1-khida-aqt-1-2-3-an-1-2-3საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ჩეხური გამოცემა ლიდოვე ნოვინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.

„ქართველები, რომლებიც უკრაინაში წავიდნენ, არ იბრძვიან რუსეთის მხარეზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ერებს ოდესღაც აერთიანებდა ერთი სახელმწიფო და უკრაინაში დღემდე ცხოვრობენ ადამიანები ქართული ფესვებითა და გვარებით. ისინი არ არიან დემოკრატიული საქართველოს მოქალაქეები... და, თუკი არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, მათზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა არაა და მითუმეტეს, ვერ გააკონტროლებს.

...ისლამური ექსტრემიზმის პრობლემა, სამწუხაროდ, ახალი არაა. საქართველო მას, სულ ცოტა, ბოლო 15 წლის განმავლობაში აწყდება. ათწლეულებია გასული და ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაკეთებულა. ორ წელიწადში ყველაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდით. თავდაცვის სამინისტრო არ არის ის ადგილი, რომელსაც მთავარი სიმძიმე აწვება, ამ შემთხვევაში ეს უფრო განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კომპეტენციაში შედის. პასუხისმგებლობა ეკისრება სასაზღვრო პოლიციასაც, რომელიც სამუშაოს გვერდს არ უვლის და საზღვრებიდან გაქცევის მთელ რიგ შემთხვევებს წინ აღუდგა. აუცილებელია პრევენციაზე მუშაობა, პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის სპეციალური პროგრამების მომზადება, მათი განათლება და დასაქმება“, - უთხრა, კერძოდ, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტ მაგდალენა სლეზაკოვას.