აქტუალური
თინა ხიდაშელი: „რუსეთი კვლავ იმ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც ტანკების სახურავებზე შემდგარი შედის დემოკრატიულ ქვეყნებში. ერთი ომის ქარიშხალში გეგმავს მეორეს - თუკი არავინ შეაჩერა“

1-khida-aqt-1-2-3-an-1-2-3საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ჩეხური გამოცემა ლიდოვე ნოვინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.

„თუკი საქართველოს ოკუპაციამ საკმარისი გაფრთხილება არ მისცა სამყაროს, ეს უკრაინამ შეძლო. რუსეთმა ისევ გააჩაღა ომი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე: ახლა, ყველასათვის გასაგები უნდა გახდეს, თუ რას ველით მისგან, როგორცპარტნიორისაგან“. ყოველთვის, როდესაც რუსეთი თავს გამარჯვებულად გრძნობს, ის ახალ თავდასხმას გეგმავს. ასე უფრო მარტივია, მისი შუა საუკუნეების ლოგიკისათვის არაფერი არ არის რთული მეთოდებით შემუშავებული.

...ხუმრობით გიპასუხებთ, რომ უკრაინას გავუგზავნეთ ყოფილი პრეზიდენტი მთელი მისი გუნდით, ახლა სერიოზულად - ეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხია, სახელმწიფო დონეზე ვთანამშრომლობთ ყირიმის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და თუკი გაჩნდება რამე სხვა მეთოდი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ, ჩვენ მზად ვართ ამისათვის. მსოფლიოში მშვიდობისათვის ვიბრძვით ავღანეთში; მონაწილეობა მივიღეთ ერაყის, კოსოვოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის მისიებში“, - უთხრა, კერძოდ, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტ მაგდალენა სლეზაკოვას.