აქტუალური
თინა ხიდაშელი: „ჩვენ ნატოსაგან ახალი დაპირება გვჭირდება! სიფრთხილე გვმართებს, რათა ღია კარები მბრუნავში არ შეიცვალოს. საქართველოს გააჩნია საკუთარი სტრატეგია - როგორ იმოქმედოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან“

1-khida-aqt-1-2-3-an-1-2-3საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ჩეხური გამოცემა ლიდოვე ნოვინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.

„ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ყველა სახელმწიფო ევროპაში ვდგავართ მსგავსი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე: გააქტიურებული რუსეთი, რომელიც ყოველდღე აჩვენებს თავის სასტიკ სახეს, ტერორისტული საფრთხეები, პირველ რიგში .. ისლამური სახელმწიფოს ფორმით.

...ჩვენ არ ვითხოვთ ამავე წამს მაპის მონიჭებას. ვისწრაფით ნატოში გასაწევრიანებლად და ამავდროულად ვრჩებით რეალისტებად... ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ გაწევრიანებას, თუკი ალიანსის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებდით. იმ დროიდან შვიდი წელი გავიდა, ჩვენ ახალი დაპირებები გვჭირდება.

...ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნის პოზიციიდანაც გეუბნებით, რომ საქართველოს გააჩნია საკუთარი სტრატეგია, თუ როგორ იმოქმედოს ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში. ვწუხვარ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებში არ შედის ამის შესახებ მედიის ინფორმირება. შემიძლია გერმანიის მაგალითის მოყვანა, რომელიც ნატოს წევრი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახევარი ტერიტორია რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული“, - უთხრა, კერძოდ, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტ მაგდალენა სლეზაკოვას.