საზოგადოება
აშშ-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი დასრულდა

1-genStab-sazog-2საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ჯორჯიის შტატში განთავსებულ არმიის ბაზა „სტიუარტზე“ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები - ვიცე-პოლკოვნიკი კახა ხიდეშელი, პოლკოვნიკი ამირან ნოზაძე, დეპარტამენტის მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და აღმოსავლეთ ბატალიონის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი კობა ლომინაძე, ამერიკული მხარის მიწვევით, 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები 385-ე ბატალიონის სტრუქტურასა და საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს, აღჭურვილობასა და სხვა ლოგისტიკური უზრუნველყოფის პირობებს გაეცნენ, დაათვალიერეს ბატალიონის ტექნიკური აღჭურვილობის, ტექნიკური მომსახურეობისა და კავშირგაბმულობის საშუალებები. შემდეგ კი, ბატალიონის მიერ განხორციელებულ დაკავებასა და სხვა სამართალდაცვით ღონისძიებებს დაესწრნენ.

აშშ-ში ქართულ დელეგაციას ბატალიონის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი როჯერსი, მაიორი სმიტი და სერჟანტი ბრაუნი მასპინძლობდნენ.