საზოგადოება
ბოტულიზმის ორი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. აზა ბერუაშვილი და სევილი კურბანოვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დაავადების გამომწვევი მიზეზი კუსტარულ პირობებში დამზადებული კონსერვი გახდა.ექიმების თქმით, ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად საკვების მიღებამდე იგი თერმულად უნდა დამუშავდეს. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ არის ადამიანისთვის უსაფრთხო კონსერვის მიღება.