პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები''-ს თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი “ნაციონალურ მოძრაობას” ღიად უპირისპირდება!
საქართველო, 14 აგვისტო,
საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება
,,რეფორმატორები''-ს თავმჯდომარე
ირაკლი ღლონტი ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„რამდენიმე თვის მანძილზე თავს ვიკავებდი ამ განცხადების გავრცელებისაგან, თუმცა ზღვარსგადასული თავგასულობა და კანონის უხეში ხელყოფა მკარნახობს საზოგადოება ჩადგეს საქმის კურსში მას შემდეგ რაც ნაც. მოძრაობა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჩვენ ,, რეფორმატორები'' არ ვაპირებდით მათთან პარტნიორულ ურთიერთობას ხელისუფლების წინააღმდეგ გადაწყვიტეს ყველა ძალ-ღონე ეღონათ ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ. პარტიაში ერთ-ერთი წევრი გახლდათ გიორგი ბარამიძის ახლო ნათესავი, რომელიც ამ უკანასკნელის მითითებისამებრს დაგვიპირისპირდა და გადაწყვიტეს პარტიის შიგნით არეულობის გამოწვევა. პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ იმსჯელა ამ წევრის - გიორგი ჟამუტაშვილის პარტიის მიზნებსა და ამოცანებთან შეუთავსებლობაზე და წესდების არაერთი მუხლის უხეში დარღვევის გამო იგი 2015 წლის 14 იანვარს გარიცხულ იქნა პარტიის წევრობიდან, რომელსაც მოჰყვა მის მიერ დაკავებული თანამდებობის დაკარგვა. ის იმ დროისთვის იკავებდა პოლიტიკური საბჭოს წევრის თანამდებობას. 2015 წლის 22 მარტს გიორგი ჟამუტაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ცალკეულ პირთა მონაწილეობით ფარულად და უკანონოდ მოაწყვეს საზოგადოებრივი თავყრილობა, რომელსაც ასევე უკანონოდ უწოდეს პარტიის წევრთა ყრილობა და ნოტარიუსის თანდასწრებით საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, ხელი მოაწერონეს ოქმს ზეპირი განმარტებით, რომ ქმნიდნენ ახალ პარტიას, ხოლო ოქმში ეწერა რომ ისინი ხმას აძლევდნენ თავმჯდომარის - ირაკლი ღლონტის გადარჩევას და მის ნაცვლად გიორგი ჟამუტაშვილის არჩევას. ე.წ. ყრილობას ესწრებოდა პარტიის არა წევრები, სამარშუტო ტაქსებით სპეციალურად რაიონიდან ჩამოყვანილი ნათესავ-ახლობლები. 156 ხელმომწერიდან 118 არ გახლდათ პარტიის წევრი, შესაბამისად მათ არც უფლებამოსილება არ გააჩნდათ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. გიორგი ჟამუტაშვილმა და დავით მიროტაძემ, რომლებსაც უკანონოდ მისაკუთრებული აქვთ პარტიის 3 ბეჭედი და სხვა ნივთები, ბლანკის გაყალბებისა და მასზე ბეჭდის გამოყენებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზედაც რეესტრმა გასცა უარის შემცველი პასუხი, ვინაიდან პარტიის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები არიან პარტიის თავმჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი, ამის გარდა დარღვეული იყო ყრილობის მოწვევის პროცესურა და საქმე ეხებოდა სავარაუდო დანაშაულს. საჯარო რეესტრმა საქმე გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე თავს ვიკავებ დამატებითი ინფორმაციის გაცხადებაზე, თუმცა მე მსურს ყველა მედია საშუალებას მივმართო საჯაროდ, რომ მოქალაქე გიორგი ჟამუტაშვილი არის სავარაუდოდ დამნაშავე და ის აცხადებს თავს პარტიის თავმჯდომარედ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სიყალბეს, ვინაიდან პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურ ორგანოში რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი პირი - ირაკლი ღლონტი. გიორგი ჟამუტაშვილი ღიად დაგვუპირისპირდა გუშინ, როცა მე გავაკრიტიკე ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერი: ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კარბელაშვილი და დავით დარჩიაშვილი. მე მსურს ნაციონალური მოძრაობის იმ ლიდერებს, რომლებიც ხმალამოღებული გვიპირისპირდებიან მოვუწოდო კანონიერებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,რეფორმატორებისგან" ისინი მიიღებენ მწვავე დაპირისპირებას, რომელიც ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ჩვენს პოლიტიკურ ინტერესს. არ ვაპირებთ ისედაც დისკრედიტირებული პოლიტ. ძალის წინააღმდეგ ბრძოლას და თუ არ შეწყდება ჩვენს მიმართ მტრობა და დაპირისპირება ჩვენ მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ფორმას მათ წინააღმდეგ“, - აცხადებს ირაკლი ღლონტი.