საზოგადოება
საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

wvima1ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სინოპტიკოსების თქმით, აციებას შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული ციკლონი განაპირობებს.

დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა. ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

მაღალმთიან და მთაგორიან რაიონებში თოვა და თოვლჭყაპია ნავარაუდევი. ამინდის ბიუროში აცხადებენ, რომ საქართველოში 15-16 დეკემბერს შედარებით უნალექო ამინდი იქნება.