აქტუალური
„რუსთავი 2“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოთხოვნა თავად ბიზენსმენმა ქიბარ ხალვაშმა მოხსნა! დუნია მიატოვიჩს არასწორი ინფორმაცია მიეწოდა“ - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ეუთოს წარმომადგენლებს სასამართლოზე დამკვირვებლებად იწვევს

1-dunia-AQTUAL-1-ANALITსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ბიზნსმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„...გავრცელდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო- წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის განცხადება. განცხადებაში აღნიშნულია, რომსასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოსრუსთავი 2“-ის თავისუფლად მუშაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული, გადაჭარბებული და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს საქართველოში“.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მიზნად არ ისახავს ტელევიზიისა და მისი ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს წარმომადგენელს აშკარად არასწორი ინფორმაცია მიეწოდა, ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

რუსთავი 2“-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოთხოვნა თავად ბიზენსმენმა ქიბარ ხალვაშმა მოხსნა და შესაბამისად, სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

ჩვენ თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ შესაძლებელი იყო, ტელეკომპანიის ნომინალური მეწილეების წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყება, კონკრეტული დაინტერესებული პირების თუ პოლიტიკური ძალების მიერ ინტერპრეტირებული ყოფილიყო, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ამიტომაც, ქიბარ ხალვაშმა თავის განცხადებაში ცალსახად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ბიზნესმენი, არავითარ შემთხვევაში, არ ისახავს მიზნად ტელეკომპანიის დასუსტებას და ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლას.

მოვუწოდებთ ეუთო- ხელმძღვანელობას მოავლინოს საკუთარი დამკვირვებლები სასამართლო პოროცესის მონიტორინგისათვის, რაც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და გამორიცხავს ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას“, - აცხადებს, კერძოდ, აადვოკატი პაატა სალია.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ეუთოს წარმომადგენელმა  მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, დააყადაღოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება არაპროპორციული და გადაჭარბებულიზომაა, რომელმაც შესაძლოა მედიის თავისუფლებას და პლურალიზმს საფრთხე შეუქმნას. სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაყადაღების თაობაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს რუსთავი 2-ის შესაძლებლობაზე თავისუფლად განახორციელოს საქმიანობა, - განაცხადა მიატოვიჩმა 11 აგვისტოს.

„ეს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული და გადაჭარბებული და შესაძლოა საქართველოში მედია პლურალიზმისთვის საფრთხის შემცველი იყოს“, - განაცხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა. „მე მოვუწოდებ ხელისუფლებას მაქსიმალურად უზრუნველყონ მედია პლურალიზმი ქვეყანაში“, - დასძინა მან.