სტადიონ „დინამო არენა-ბორის პაიჭაძე“-ს სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში 20 მლნ ლარი დაჯდა
საქართველო, 13 აგვისტო,
საქინფორმი. თბილისის
ცენტრალურ სტადიონ „დინამო არენა-ბორის პაიჭაძე“-ს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. თბილისის მერიის სსიპ
"ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მიერ შემუშავებული პროექტებით, სტადიონ
„დინამო არენა-ბორის პაიჭაძე“-ზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
"დინამო არენაზე" გარემონტდა და კეთილმოეწყო მატჩზე უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი 3 ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. ''სკაი-ბოქსი''.
სტადიონზე დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, ასევე პანდუსი და გაკეთდა სკამები მათი თანმხლები პირებისთვის. განახლების შემდეგ სტადიონი "დინამო არენა - ბორის პაიჭაძე" ისეა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ მას რეგიონში ანალოგი არ ჰყავს.