შს მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიციელი მოინახულა
საქართველო, 13 აგვისტო,
საქინფორმი. შს მინისტრმა
გიორგი მღებრიშვილმა 10 აგვისტოს ახმეტის რაიონში ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისას მოძალადის მიერ დაჭრილი პოლიციელი
ელიზბარ პატარკაცაშვილი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში მოინახულა.
მინისტრი შეხვდა და ესაუბრა დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრებს, გაამხნევა ისინი და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ელიზბარ პატარკაცაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისი გადარჩენისთვის ექიმები და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ.