სამართალი
სამართალდამცველებმა შეჩერება მოსთხოვეს ფონიჭალაში მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის მძღოლს, რომელმაც პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა და მოახდინა მათ სამსახურებრივ ავტომანქანაზე შეჯახება, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. სამართალდამცველების დაჭრაში ბრალდებული პირის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
ავტომანქანაში მჯდომმა მეორე პირმა - ნამიკ ფ-მ ასევე წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რა დროსაც ის ადგილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 26 შეკვრად დაფასოებული ფხვიერი ნივთიერება ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.