სამართალი
შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 61 აბი ნარკოტიკი ამოიღო

1-buprenorf-SAMART-1საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ირმა . სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 61 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5023 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.