შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ესპანეთის მოქალაქე დააკავა
საქართველო, 12 აგვისტო,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოსა და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ესპანეთის მოქალაქე
ზაირა ბ. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პიროვნება ესპანეთის ინტერპოლის მიერ 21.07.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
ზაირა ბ. დამნაშავედ არის ცნობილი ესპანეთის სსკ-ის 248-ე, 250-ე, 570-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ფულის გათეთრებას, თაღლითობას და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას ითვალისწინებს. ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.