სამართალი
შსს-მ 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღო
1abebi-samart-2საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,68554 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.