სამართალი
„ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ქართული პოლიციის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას განახორციელებს, კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება! საქართველოს პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა ცნობილი ნარკომანი, კრიმინალი და სააკაშვილის მონა!“ - ირაკლი ღარიბაშვილი
1narkom-samart-1საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციასთან მომხდარ ინცინდენტს, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები გიორგი კარბელაშვილი და ბიორგი ბარამიძე მონაწილეობდნენ.
ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კარბელაშვილმა. საზოგადოებამ ნახა კადრები, როგორ შეურაცხყოფს საქართველოს პოლიციას ადამიანი, რომელიც არის ცნობილი ნარკომანი, კრიმინალი და თავზეხელაღებული, წლების განმავლობაში სააკაშვილის მონა. არ მინდოდა ამ სიტყვების გამოყენება, მაგრამ.ისინი ამას იმსახურებენ, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აღმაშფოთებელია ის, რაც ვნახე. პოლიცია მოიქცა პროფესიონალურად - დაიცვა საკუთარი ღირსება და მუნდირი და ასე გააგრძელონ", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს. „ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი თუ ბარამიძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს... დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სხვა შემთხვევაში ასეთ ბოდვებს და სისულელეებს არ მოიგონებდა", - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.