აქტუალური
კიდევ ერთი კარგი დანიშვნა - საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ ზურაბ გამეზარდაშვილი დაინიშნა

1gamezardaS-aqtual-2საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნა.

ზურაბ გამეზარდაშვილ 2014 წლის იანვრიდან - საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა;

2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის იანვრამდე- საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი;

2013 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

2012-2013 წწ. – საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;

2005 წ. – ქ.თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს პოლიციის III საქალაქო განყოფილების უფროსი;

2004-2005 წწ. - ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს პოლიციის II საქალაქო განყოფილების უფროსი;

2004 წ. – შსს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს არასრულწლოვანთა და სტუდენტ-ახალგაზრდებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი;

1996-2000 წწ. - ლაგოდეხის შს რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე -კრიმინალური პოლიციის უფროსი;

1989-1996 წწ. - საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობები.

სპეციალური წოდება: სასაზღვრო პოლიციის გენერალ მაიორი.